Робота для біженців з України
სააგენტო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სააგენტო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას სააგენტო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** გაყიდვების გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება და მათი ხელმძღვანელობა.
** გაყიდვების ქოლების ჩანიშვნა და მონიტორინგი.
** გუნდის საჭიროებების დადგენა და მათი უზრუნველყოფა.
** გუნდის საბონუსე სისტემის და KPI -ების გაწერაში მონაწილეობის მიღება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის, მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ.მისამართზე hr@gasa.ge

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე