Робота для біженців з України
კონფიგურაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონფიგურაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Nexia Solutions
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
კომპანია Nexia Solutions წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM გადაწყვეტილებების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;
** არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
** მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება;
** საჭიროების შემთხვევაში სტაჟიორების დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული ენების კარგად ცოდნა)
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა
** ERP სისტემაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, "King David";
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (კვირაში ორი დღე დისტანციური სამუშაო რეჟიმი);
** ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონფიგურაციის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე