|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
რესტორანი აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე ბაკურიანში.
კვებას და საცხოვრებელს უზრუნველყოფს რესტორანი.
პერიოდი - 25 დეკემბერი - 15 მარტი
1. მიმტანი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 6 თვე;
ძირითადი ფუნქციები:
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
ანაზღაურება 1500 ლარი + თიფსი
2. მოლარე
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროსთან მუშაობა, სალაროს კონტროლი;
** ჩეკების გამოწერა პროგრამის მეშვეობით და მაგიდების გადახდის მეთვალყურეობა.
ანაზღაურება: 1500 ლარი
3. დამლაგებელი
ფუნქცია მოვალეობები:
** რესტორნის დალაგება დილით და საღამოს და ყველა საჭირო შემთხვევაში.
ანაზღაურება: 1500 ლარი.
4. მრეცხავი
ფუნქცია მოვალეობები:
** ჭურჭლის რეცხვა და ჰიგიენური სამუშაო გარემოს შენარჩუნება წესებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ანაზღაურება: 1800 ლარი.
საკონტაქტო ნომრები: 579115438, 571332934, 568660608.
|
|
|
|