|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
პისიშოპ.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** საპროდუქტო კატეგორიების მართვა (ასორტიმენტი, ფასები, მარაგები);
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზი;
** პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ახალი პროდუქტების შერჩევა და ასორტიმენტის ზრდა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება (ფასები, პირობები, მიწოდებები);
** გაყიდვების, მოგების მაჩვენებლების მონიტორინგი;
** საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება და კორექტირება;
** მარაგების კონტროლი;
** პრომო აქციების დაგეგმვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** KPI-ის შედგენა, შესრულების კონტროლი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
** კოლეგებთან ეფექტური კოორდინაცია;
** მერჩენდაიზინგში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
|
|
|
|