Робота для біженців з України
ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი);
** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

ლოკაცია: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე