|
დასახელება:
საინჟინრო შეფასების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მუნიციპალური განვითარების ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო შეფასების სპეციალისტის (ინჟინერ-მშენებელი) პოზიციაზე.
ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/
სამუშაო ადგილები: 2 თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 4526 ლარი;
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო ობიექტების ვიზუალური დათვალიერება ადგილზე, არსებული სიტუაციის ანალიზი და ანგარიშის მომზადება.
** სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და დეტალური პროექტების მოსამზადებლად ტექნიკური დავალებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების (გრაფიკული მასალა, საპროექტო გადაწყვეტები, ტექნიკური სპეციფიკაციები, სამუშაოების მოცულობების უწყისები, გაანგარიშებები) განხილვა, არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილებთან შესაბამისობის დადგენა და შეფასება. შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების და ქვე-პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობა პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა ორგანიზაციები);
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
** ArchiCAD, AutoCAD.
** ენები: ქართული C1 C1l; ინგლისური B2 B2
დამატებითი მოთხოვნები:
** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
** ზოგადი გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საინჟინრო პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში ან განხორციელებაში; ასევე, სამშენებლო ზედამზედველობაში. საკონსულტაციო დავალებების, საპროექტო დოკუმენტაციის და სატენდერო მასალების (ტექნიკური სპეციფიკაციების, სამუშაოთა მოცულობების, ნახაზების და სხვა) მომზადების ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შედგენილი ქართულ ენაზე (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საინჟინრო შეფასების სპეციალისტი (ინჟინერ-მშენებელი)".
კონკურსის ეტაპები:
** კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
** არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
საკონტაქტო პირი (+995) 591 994 434 ნინო ფხაკაძე.
|
|
|
|