Робота для біженців з України
არქიტექტორი 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი 1
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

სამუშაო ადგილები: 3 თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 4526 ლარი;
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების განხორციელების ტექნიკური მიზანშეწონილობის შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვისა და სამშენებლო ტენდერებისათვის ტექნიკური დავალებებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი პროექტების არქიტექტურული ნაწილის (გრაფიკული მასალა, საპროექტო გადაწყვეტები, ტექნიკური სპეციფიკაციები, სამუშაოების მოცულობების უწყისები, სატენდერო/საკონკურსო მასალები და სხვა) განხილვა და შეფასება. შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა კონკრეტული პროექტების მიმწოდებლებთან (კონსულტანტებთან), შესრულებული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი მოცულობის და ხარისხის კონტროლი და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების დადასტურება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა ორგანიზაციები);
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
** ArchiCAD, AutoCAD.
** ენები: ქართული C1 C1; ინგლისური B2 B2

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
** საქართველოს კანონი "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ";
** საქართველოს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ";
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება;
** "შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში და/ან განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში; სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შედგენილი ქართულ ენაზე (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "არქიტექტორი".

კონკურსის ეტაპები:

** კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
** არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
** ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი (+995) 591 994 434 ნინო ფხაკაძე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე