|
დასახელება:
შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Georgian AirLink
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ობიექტზე საფრთხის იდენტიფიცირება და რეპორტინგის წარმოება
** სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება და კონტროლის მექანიზმების გაწერა;
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა
** კომპანიის დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება / ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
** საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
** ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
** რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
პირობები:
** ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. (ორშაბათი-პარასკევი / 10:00 - 19:00 საათი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|