|
დასახელება:
წარმოების საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ფუდ ლაინ
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
შპს "ჯორჯიან ფუდ ლაინ" ეძებს გამოცდილ და პროფესიონალ კანდიდატს წარმოების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ჯორჯიან ფუდ ლაინ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. "ჯორჯიან ფუდ ლაინ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა 43.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების ყოველდღიური პროცესების კონტროლი და კოორდინაცია;
** ხარისხის სტანდარტების დაცვა, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესრულების მონიტორინგი და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვის ზედამხედველობა;
** საწარმოო პერსონალის მუშაობის მონიტორინგი;
** HACCP სტანდარტებისა და სურათის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ნედლეულის მიღება-ჩაბარების კონტროლი, პროდუქციის/ნედლეულის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** წარმოების ყოველდღიური გეგმის შესრულება და ანგარიშგება;
** პროდუქციის ვიზუალური შემოწმება, დეფექტური პროდუქციის იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოფხვრა;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** წარმოების დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა და ინვენტარიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება (სურსათის ტექნოლოგია, საკვები პროდუქტების წარმოება) (აუცილებელია)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საკვების წარმოებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე
** გუნდის მართვის გამოცდილება (50+ თანამშრომელი)
** HACCP სისტემის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელია)
ჩვენ გთავაზობთ:
** დიდ და თანამედროვე საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კვებას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების საოპერაციო მენეჯერი".
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|