|
დასახელება:
საწყობის მენეჯერის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ფუდ ლაინ
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
შპს "ჯორჯიან ფუდლაინ" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.
კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში.
"ჯორჯიან ფუდ ლაინ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 16:00 - 24:00
დასვენების დღე: შაბათი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა #43
ანაზღაურება: 1500 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნედლეულის დროული მიღება, ხარისხის, ვადებისა და რაოდენობების კონტროლი, ზედნადებთან შესაბამისობის გადამოწმება და შესაბამისი წესებით დასაწყობება.
** გარე მომწოდებლებისგან ნედლეულის მიღება, ჩამოტვირთვა, შეფუთვის გახსნა და შემოწმება, ზედნადების მიხედვით მითვლა/მიწონვა და სახეობების მიხედვით დასაწყობება ტემპერატურული რეჟიმისა და ვადების დაცვით.
** წარმოების დროული მომარაგება საჭირო ნედლეულითა და დამხმარე მასალებით შეკვეთის ფურცლების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
** ნედლეულის შიდა გადაადგილება — სამრეცხაოსა და წარმოების ტერიტორიაზე გადატანა, მითვლა და წარმოების უფროსისთვის გადაბარება.
** ნახევარფაბრიკატების მაცივარში გადატანა გაციების მიზნით და შემდგომ წარმოებაში დაბრუნება.
** საწყობში ნაშთებისა და მარაგების კონტროლი, ვადებისა და შენახვის პირობების რეგულარული შემოწმება, მითვლის პროცესში წონებისა და რაოდენობების სწორად დაფიქსირება.
** აღწერებში ჩართულობა და ცდომილებების მინიმიზაციაზე ზრუნვა, ასევე ნედლეულის სისუფთავისა და სათლელ-მრეცხავ პროცესებში დახმარება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობის მენეჯერის ან საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების დანერგვის სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 116 118
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|