Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: DMG Development
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"DMG Group მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.

"DMG Development", როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.

"DMG Development" აგრძელებს ზრდას და გუნდში იწვევს მოტივირებულ, გამოცდილ პროფესიონალს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** მომხმარებელთან კონსულტაცია და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა;
** შეხვედრების დაგეგმვა ოფისსა და სამშენებლო მოედანზე;
** ხელშეკრულების შემდგომი კომუნიკაცია - გადახდის გრაფიკი, ცვლილებები, დამატებითი საჭიროებები;
** CRM მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგების ანგარიშგება;
** მონაწილეობა ღონისძიებებსა და გამოფენებში - პროექტების წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უპირატესად უძრავი ქონების სექტორში);
** მაღალი ხარისხის მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
** CRM სისტემებთან მუშაობის ცოდნა (უპირატესობა - Bitrix24);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** ორგანიზებულობა, პროფესიონალიზმი და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული და ბონუსი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების პროგრამები;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@dmg-group.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე