|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ალგი აუდიტი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: ქ. თბილისი, კლიენტი კომპანიის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 2 500 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სტაჟიორის, დაქვემდებარებული თანამშრომლის საქმის კურირება, მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება " მთავარი ბუღალტერი".
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|