|
დასახელება:
ენერგოეფექტურობის კონკურსი
|
| მომწოდებელი:
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
|
თანდართული ფაილი:
689553_app_form_1942911.zip
|
ენერგოეფექტურობის კონკურსი ონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების მცირე ბიზნესებისთვის
"ენერგოეფექტურობის ცენტრი" (EECG) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის "მდგრადი ურბანული განვითარება" ფარგლებში აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), რომლებიც ოპერირებენ ონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.
კონკურსის მიზანია ობიექტების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, ენერგო აუდიტის განხორციელება. რის შედეგადაც გამოვლინდება ენერგიისა და ენერგო გადასახადების დამზოგი ტექნოლოგიური ღონისძიებები და მათი დანერგვისთვის საჭირო პროფესიული რეკომენდაციები.
კონკურსი წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს:
** მიიღონ ექსპერტული ტექნიკური დახმარება ენერგოეფექტურობის მიმართულებით;
** შეფასდეს ობიექტის არსებული მდგომარეობა ენერგო მოხმარების კუთხით;
** მომზადდეს ინდივიდუალური ტექნიკური წინადადებები ღონისძიებებისთვის, რომლებიც გამოიწვევს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;
** მიიღონ რეკომენდაციები შესაბამისი მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევაზე;
** მიიღონ დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერა თავიანთი ობიექტების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs), რომლებიც:
** ოპერირებენ/ფუნქციონირებენ ონის ან სამტრედიის მუნიციპალიტეტებში;
** ფუნქციონირებენ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში: საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები, სამედიცინო/სტომატოლოგიური კაბინეტები, მაღაზიები, სახელოსნოები, მომსახურების ცენტრები და სხვა.
** ფლობენ საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით შენობას/შენობის ნაწილს ონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში და ამ შენობაში ენერგია მოიხმარება შიდა ტემპერატურული კომფორტის შესაქმნელად;
** მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვა კომპანიებსაც რეგიონში.
რას უზრუნველყოფს კონკურსი?
1. ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე მიმართულ ექსპერტულ მომსახურებას - ენერგოაუდიტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს:
** ენერგომოხმარებისა და დანაკარგების გამოვლენა-შეფასებას;
** შენობისა და/ან ენერგეტიკული მოწყობილობების ტექნიკურ ანალიზს;
** ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ რეკომენდაციებს.
2. ექსპერტული, შედეგებზე დაფუძნებული ტექნიკური მხარდაჭერა. შერჩეული SME-იები მიიღებენ:
** კონკრეტულ ტექნიკურ წინადადებებს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვისთვის;
** რეკომენდაციებს მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევაზე.
კონკურსში გამარჯვებული აპლიკანტებისთვის შეიძლება შეთავაზებული იქნას ობიექტებში შერჩეული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება.
ექსპერტული მომსახურება განხორციელდება თითოეულ მუნიციპალიტეტში ორ (2) შერჩეულ კომპანიაში.
დაინტერესებულმა პირებმა, კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა 2026 წლის 16 იანვრამდე, (იხილეთ დანართი 1) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eecgeo@eecgeo.org. საგანში მიუთითეთ: ენერგოეფექტურობის კონკურსი.
კონკურსის ეტაპები:
** შერჩევის ჯგუფის (GIZ და EECG) მიერ მონაწილეების შერჩევა
** საინფორმაციო შეხვედრები მცირე და საშუალო საწარმოებთან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პრაქტიკული ზომების შესახებ: 2026 წლის თებერვალი
** ტექნიკური წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავება და ენერგო აუდიტი EECG-ის მიერ: ბოლო ვადა: 2026 წლის 30 აპრილი
რატომ უნდა მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა?
** გაიგებთ, სად არის ენერგო დანაკარგები თქვენს საწარმოში/ობიექტში;
** გაიგებთ როგორაა შესაძლებელი შემოსავლების გაზრდა განახლებადი ენერგიით;
** მიიღებთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს ხარჯების შესამცირებლად;
** შეამცირებთ ენერგიის დანახარჯს და გაიუმჯობესებთ ოპერირების ხარისხს;
** ბიზნესის კომფორტი, გარემო და მომსახურების სტანდარტი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
|
|
|
|