Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Match Up Consulting
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
თუ ხარ შედეგებზე ორიენტირებული სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც შეუძლია გაყიდვების პროცესის სწორად წარმართვით კომპანიის ზრდაში მონაწილეობის მიღება მაშინ სწორედ შენ გეძებთ!

"Match Up Consulting" სტარტაპ კომპანიაა, რომლის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ პროფესიონალური HR და იურიდიული მხარდაჭერა ოპტიმალური დანახარჯით, ნაკლები რესურსის გამოყენებით და მაქსიმალური სარგებლით.
იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრულიად დისტანციური (Remote)
** ორშ-პარ 12:00-18:00 (შესაძლებელია გრაფიკის ცვლილება)
** ანაზღაურება: საბონუსე სისტემა (გაყიდულიდან ბონუსი)
** ჯანსაღი სამუშაო კულტურა
** შედეგებზე ორიენტირებულ, კოლეგიალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა

შენი მთავარი მიზანია: მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად კომპანიის მომსახურებების გაყიდვა.

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** CRM სისტემიდან მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** შემომავალი ზარების მიღება, გადამისამართება
** მომხმარებელთა ბაზის მოძიება (მოძიების მეთოდებს შეგასწავლით)
** ცივი ზარების განხორციელება
** მომხმარებლისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლისთვის პრეზენტაციის გაგზავნა
** შეხვედრის ჩანიშვნა მომხმარებელსა და მიმართულების წარმომადგენლებს შორის
** ანგარიშების შევსება CRM სისტემაში
** კომპეტენციის ფარგლებში და პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

გაგვიხარდება თუ:

** გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** გიყვარს გაყიდვების პროცესი და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
** არ უშინდები რთულ ქეისებს და სიახლეებს
** საკომუნიკაციო დონეზე ფლობ ინგლისურ ენას

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/oOBFw
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე