|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
Terminal
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Terminaltbilisi
"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 37 მ (აქსის თაუერსი)
სამუშაო საათები: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (კვირაში 6 დღე)
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარისტა) რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტერმინალი"-ს მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება. თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: career@terminal.center
|
|
|
|