|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
StepUp
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "Step Up" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაციის ძლიერი უნარების მქონე ოფისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის ყოველდღიური პროცესების ეფექტურ და გამართულ მართვას.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
** მშობლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია; ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
** სოციალურ ქსელებში ინბოქსისა და კომენტარების მონიტორინგი.
** ბუღალტერთან ფინანსური საკითხების კოორდინაცია.
** დოკუმენტაციის მართვა.
** ბავშვების შესაბამის სერვისებზე გადამისამართება.
** შეხვედრებისა და კრებების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
** კომუნიკაციის მაღალი უნარები.
** სასურველია გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
** კომპიუტერული ცოდნა (Word, Excel, სოციალური ქსელები).
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდში მუშაობას.
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო სივრცეს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ: info1.stepup@gmail.com.
სათაურში მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერი".
|
|
|
|