Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
კოსმეტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია — ეძებს ფინანსური დირექტორს, მთავარი ბუღალტრის გამოცდილებით, რომელიც უხელმძღვანელებს ფინანსურ სამსახურს, განსაზღვრავს გუნდის სტრატეგიას, მართავს კომპანიის ფინანსური და ბუღალტრულ სისტემებს, მოახდენს საგადასახადო რისკების მინიმიზაციას, მენეჯმენტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას სტრატეგიულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.

ძირითადი მოვალეობები:

ბუღალტრული მიმართულება:

** ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა
** საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარაციების კონტროლი (დღგ, მოგება, საშემოსავლო და სხვ.)
** ფინანსური ანგარიშგებების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) მომზადება და წარდგენა
** საგადასახადო რისკების შეფასება და მართვა
** საგადასახადო ორგანოებთან და აუდიტორებთან ურთიერთობა
** შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმების დანერგვა

ფინანსური მართვა (ფინანსური დირექტორის ფუნქცია):

** ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება
** ფულადი ნაკადების მართვა და ოპტიმიზაცია
** ფინანსური ანალიზი, KPI-ები და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება
** ფასწარმოქმნისა და მარჟების კონტროლი
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება
** ჯგუფის კომპანიების ფინანსური კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა
** MS Excel-ის სიღრმისეული ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია APEX)
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** აუდიტთან მუშაობის გამოცდილება
** დისტრიბუციულ, სავაჭრო ან FMCG კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მართვის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობა

განაცხადის გაგზავნა:

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancygeorgia01@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე