Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე შემდეგ განყოფილებებში:

** ანესთეზიოლოგია;
** ნევროლოგია;
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 17.01.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე