Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ. #44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 3000 ლარი (შემდეგში საბონუსე სისტემის დამატება)

აუცილებელი მოთხოვნა: მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში.

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მართვა და განვითარება
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება.
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მართვა და მათი მოთხოვნების ანალიზი.
** თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულებაზე ზედამხედველობა.
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს რეგულარული ანალიზი.
** გაყიდვების პროგნოზირება და რეპორტინგი.
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** მოლაპარაკებების წარმართვა და კომერციული კონტრაქტების შეთანხმება.
** VIP კლიენტების პროცესების ზედამხედველობა.
** კომერციული პროცესების უზრუნველყოფა
** კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება/კოორდინაცია.
** ფასების პოლიტიკის, სასაქონლო პირობებისა და შიდა რეგულაციების დაცვა.
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
** მარკეტინგთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან და სხვა სტრუქტურებთან კომუნიკაცია.
** არსებული პრობლემების ოპერატიულად მოგვარება.

რეპორტინგი და ანალიტიკა:

** გაყიდვების პერიოდული ანგარიშგებების მომზადება (KPI, შედეგები, პროგნოზები).
** ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავება და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მართვის, ეკონომიკის მიმართულებით).
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ძლიერი მოლაპარაკების უნარი და კომერციული აზროვნება.
** მიზანდასახულობა, კომუნიკაბელურობა და სტრესის მართვის უნარი.
** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია.
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე