|
დასახელება:
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
112
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" აცხადებს ვაკანსიას:
პოზიციის დასახელება: ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების განყოფილების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით).
სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი და ქ. თბილისი
სამუშაო ადგილების რაოდენობა:
** თბილისი - 4 (ოთხი)
** ქუთაისი - 2 (ორი)
შრომის ანაზღაურება - 1774 (ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი (შრომის ანაზრაურების გაზრდა პერსპექტივით).
შენიშვნა: შრომის ანაზღაურება მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
ორგანიზაციის შესახებ:
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:
** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
სამუშაო გარფიკი - სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ლიცენზირებული და სხვა ობიექტების გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
** მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება - ბაკალავრი.
** საკონკურსო თემატიკა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" -ის დებულების დამტკიცების შესახებ";
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები: Microsoft Office Word - ცოდნის დონე კარგი.
უნარები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
** გამართული წერისა და კომუნიკაციის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე - hr@112.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26/12/2025
|
|
|
|