Робота для біженців з України
ბარბექი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარბექი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
Wyndham Hotels and Resorts არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

Ramada by Wyndham Tbilisi Old City მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას ბარბექის პოზიციაზე.

გრაფიკი: 2/2 გრაფიკი
ანაზღაურება: 1200 ლარი
თანამშრომლის კვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** შეამოწმოს ყველა სასმლის ხარისხი და ვადები. უზრუნველყოს მათი რეალიზაცია FIFO-ს პრინციპის მიხედვით
** იცოდეს ბარში არსებული სასმელების და ღვინის მენიუს პოზიციები
** იმუშაოს ბარის და მომსახურების SOP-ების მიხედვით
** იყოს ორიენტირებული სტუმრის საჭიროებებზე და უზრუნველყოს მაღალის სტანდარტების მომსახურების მიწოდება.

საჭირო უნარები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! ან დარეკოთ ნომერზე - 577 252-518.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე