Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ეძებს ბუღალტრის ასისტენტს. პოზიცია ითვალისწინებს ბუღალტრის მხარდაჭერას, ყოველდღიურ ოპერაციებში და ბუღალტრული პროცესების მართვაში მონაწილეობას.

პოზიცია: ბუღალტრის ასისტენტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და არქივაცია;
** შემოსული და გასული პირველადი დოკუმენტების (ინვოისი, ზედნადები, ხელშეკრულება და სხვა) კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და გადამოწმება;
** ოპერაციების აღრიცხვა, საბუღალტრო პროგრამაში;
** ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** უფროსი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა, საბუღალტრო სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office - ის ცოდნა, საშუალო დონეზე;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - პრიორიტეტი მიენიჭება, პროგრამა "ბალანსი"-ს ცოდნას

პროფესიული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მუშაობა სტაბილურ გარემოში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.ghonghadze@cora.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე