Робота для біженців з України
კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: სასტუმრო ფილარმონია
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** კონდიტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დესერტების მომზადება ყოველდღიური მენიუს გათვალისწინებით;
** დესერტების მოსამზადებლად მასალის ოდენობის განსაზღვრა;
** ახალი დესერტების შექმნა და კალკულაცია;
** დესერტების დეკორზე მუშაობა;
** საკონდიტროს მუდმივი წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** განვითარების შესაძლებლობა;
** დაზღვევა;
** მეგობრული და მულტინაციონალური გუნდი;
** კვება
** მისამართი: პეტრე მელიქიშვილის გამზირი #10

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31/12/2025

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე