|
დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
კომპანია "1PAY" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
"1PAY" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაგარელის N47
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (net).
ჩვენ გთავაზობთ:
** დაზღვევის პაკეტს;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია, ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალი დონის ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** აუცილებელია, საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris, Fina) ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული დოკუმენტების შედგენა;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტების გადამოწმება და პროგრამაში შეყვანა;
** საწყობიდან მიღებული მონაცემების ბუღალტერიასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** RS-ზე შემოსული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამული ასახვა;
** მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " ბუღალტრის დამხმარე" სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|