Робота для біженців з України
დებიტორული დავალიანების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორული დავალიანების სპეციალისტი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებგვერდზე: http://www.baraka.ge

"ბარაქაში" ვაცხადებთ ვაკანსიას დებიტორული დავალიანების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დებიტორებთან კომუნიკაცია ვალების შეხსენების მიზნით.
** საჭიროებისამებრ საქართველოს რეგიონებში კომპანიის მანქანით დებიტორებთან ვიზიტი.
** დებიტორების შესახებ მუდმივი რეპორტინგის წარმოება და კონტროლი.
** შეძლოს პოტენციური ფერმერების კრედიტინფოში გადამოწმება;
** ფერმერების თანხმობის შესაბამისად გადაამოწმოს ისინი საჯარო რეესტრში და მოიძიოს ინფორმაცია გადახდის უნარიანობასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1200-1500 კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება დებიტორული დავალიანების სპეციალისტი.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე