|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ტერა ლიზინგი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
სს "ტერა ლიზინგი", "ტერაბანკის" შვილობილი, სწრაფად მზარდი სალიზინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სანდრო ეულის ქ. 7
ანგარიშვალდებულება: ფინანსური დირექტორი (CFO)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული და საბონუსე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ფინანსური უწყისების მომზადება;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური შედეგების, გეგმა-ფაქტის და მომგებიანობის ანალიზი;
** სავალუტო, საპროცენტო, ლიკვიდობის რისკების შეფასება და ანალიზში ჩართულობა;
** გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება;
** ბონუსების დათვლა;
** მენეჯერული რეპორტების მომზადება;
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
** IFRS სტანდარტების ცოდნა, ACCA/CFA დონის სერტიფიკატები (ან წარმატებით გავლილი გარკვეული საფეხურები) ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
უნარები და კომპეტენციები:
** ფინანსური ანალიზი;
** ფინანსური მოდელირება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმეები შემდეგ მისამართზე: info@teraleasing.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ფინანსური ანალიტიკოსი- [თქვენი სახელი]".
განაცხადის მიღების ვადა: 31 დეკემბერი, 2025 წელი.
|
|
|
|