|
დასახელება:
ღამის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Ivy Boutique Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
"IVY BUTIQUE HOTEL" ბუტიკის ტიპის სასტუმრო, ავლაბარში, საინგილოს 40 ნომერში, აერთიანებს 16 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს და პატარა ბარს.
პოზიციის დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
** ექვემდებარება: მენეჯერს
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** გრაფიკი: 12-საათიანი სამუშაო ცვლები
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** მაღალი დონის მომსახურების დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და პროგრამა fina-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ivyhotels.ge
|
|
|
|