|
დასახელება:
კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
|
| მომწოდებელი:
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
"საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი" "ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს" მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს კონკურსს.
კონკურსი: ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო, გურია
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: კონკურსის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია) გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
დაფინანსების პირობები და მასშტაბი
** პროფესიული ტრენინგის ღირებულებას და ტრენინგთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია
** ტრენინგის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე, არჩეული კურსის მიხედვით
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/e79zpJneVb4mmVJJ7
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი:
** განაცხადებს განიხილავს შეფასების კომიტეტი
** დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება კრიტერიუმების და ხელმისაწვდომი რესურსების შესაბამისად
** შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებელია მოეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა
პროექტის თანამშრომლები შესაბამის რეგიონულ ოფისებში მზად არიან დაეხმარონ აპლიკანტებს ონლაინ განაცხადის ფორმის შევსებაში:
** აჭარის და გურიის რეგიონი: მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 127. საკონტაქტო პირი: ნინო ირემაძე - 591 10 33 05
** სამეგრელოს და გურიის რეგიონი: მისამართი: ქ. ზუგდიდი: ივლიანე თოდუას ქ. 7. საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია 591 10 33 16
წარმოდგენის ბოლო ვადა:
განაცხადები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2026 წლის 16 იანვრისა. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო და საშობაო არდადეგების პერიოდში, 1 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით, ზემოთ ჩამოთვლილი ოფისები არ იფუნქციონირებენ.
|
|
|
|