Робота для біженців з України
შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილავიამშენი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სს "თამ" თბილავიამშენი აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამ. 191.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 26.12.2025
ანაზღაურება: შეთანხმებით (პრეტენდენტის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ჩვენ შესახებ:

სს "თამ" თბილავიამშენი არის წამყვანი საავიაციო საწარმო რეგიონში, 80 წელზე მეტი გამოცდილებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს საწარმოში მიმდინარე საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური პროცესების ეფექტური შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის, შიდა რეგულაციების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სპეციალისტი აქტიურად მონაწილეობს შიდა აუდიტის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში, ახდენს რისკების იდენტიფიცირებას, პროცესების შესაბამისობის შემოწმებას და მომზადებული რეკომენდაციებით ხელს უწყობს საწარმოში უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო შიდა აუდიტის სტანდარტების, შესაბამისი თემატური მოთხოვნების, სხვადასხვა რეგლამენტებისა და აქტების შესაბამისად, დეპარტამენტის დებულებების, მეთოდოლოგიის, სამუშაო დოკუმენტებისა და არსებული პრაქტიკების შემუშავება, განახლება და დანერგვა.
** შიდა აუდიტის საქმიანობის დაგეგმვისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადება, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი.
** ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, გაუთვალისწინებელი გარემოებების ან მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხების შემთხვევაში, აუდიტორული საქმიანობის განხორციელება, კანონის მოთხოვნების, შიდა აუდიტის სტანდარტებისა, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად.
** შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმების შესრულების პროგრესის მონიტორინგი, მიღებული შედეგების შეფასება და აღრიცხვა.
** კომპანიის ფუნქციონირების სხვადასხვა მიმართულებით არსებული რისკების იდენტიფიკაცია, შიდა კონტროლის სისტემების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
** გარე აუდიტორებთან, ბანკებთან, სერტიფიცირების ორგანოებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მათთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დროულად მომზადება-მიწოდება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიანობის შეფასება და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
** აუდიტის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
** აღმოჩენილი ხარვეზების საფუძველზე პროცესების ოპტიმიზაციისა და შიდა კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუდიტის მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტური კომუნიკაცია;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** დროის მენეჯმენტი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიკურ და განვითარებად გარემოში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული, პროფესიონალი გუნდი და კოლეგიალური სამუშაო გარემო;
** დასაქმება ხდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.

საკონტაქტო მეილი info@tam.ge; m.chumburidze@tam.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე