Робота для біженців з України
უმცროსი Node.js Backend დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი Node.js Backend დეველოპერი
მომწოდებელი: როვიქსი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
კომპანია "როვიქსი" აცხადებს ვაკანსიას Backend დეველოპერის (Junior Node.js Backend Developer) პოზიციაზე

ჩვენ ვართ მზარდი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე. კომპანიის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ - Backend დეველოპერებს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც სურს პროფესიული ზრდა რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** Node.js გარემოში ბექენდ ფუნქციონალის განვითარება და მხარდაჭერა;
** RESTful API-ების შექმნა, განვითარება და ოპტიმიზაცია;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (CRUD ოპერაციები);
** კოდის წერაში საუკეთესო პრაქტიკების დაცვა;
** გუნდის უფროს დეველოპერებთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** არსებული სისტემების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** Node.js-ის საბაზისო ცოდნა;
** JavaScript (ES6+) საფუძვლების კარგი გაგება;
** REST API-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა (MongoDB ან PostgreSQL/MySQL);
** Git-ის გამოყენების გამოცდილება;
** ალგორითმული აზროვნების საბაზისო უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი დამატებითი უნარები:

** Express.js ან მსგავსი ფრეიმვორკების ცოდნა;
** JWT/Authentication მექანიზმების საბაზისო გაგება;
** Docker-ის ან cloud სერვისების საწყისი ცოდნა;
** ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და ზრდის შესაძლებლობას;
** რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** მენტორობას გამოცდილი დეველოპერებისგან;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად);
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას კომპანიაში.

სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:

** სრული სამუშაო განაკვეთი
** სამუშაო ფორმატი: ოფისი/ჰიბრიდული/დისტანციური (შეთანხმებით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV, ფორმატი PDF) მეილზე: cv@rowix.com

განცხადებების მიღება გაგრძელდება 30.12.2025-მდე.

გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ - ვაკანსია: Backend დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე