|
დასახელება:
რესტორნის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
Hilton Garden Inn Chavchavadze
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
სასტუმრო Hilton Garden Inn Chavchavadze, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
რესტორნის სუპერვაიზერის ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა F&B განყოფილების შემდეგ დანაყოფებში: რესტორანი, ბარი, ნომრებში მომსახურება
** რესტორნების სამუშაოს სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - ორგანიზება და კონტროლი
** სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის მართვის ზედამხედველობა, ხარჯების ოპტიმიზაცია
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი
** F&B განყოფილების სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** სტუმართმოყვარე, პოზიტიური და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია, სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** აუცილებელია, ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|