|
დასახელება:
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფანჯიკიძის ნ 22
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიზანი:
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევის მიმართულების ეფექტიან მართვას, ზარალების კონტროლს, ანდერაიტინგის პროცესების გამართულ ფუნქციონირებას, გუნდის განვითარებასა და კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამის საქმიანობას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სამედიცინო ზარალების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო ანდერაიტინგის წარმოება და კონტროლი;
** ოჯახის ექიმების საქმიანობის მართვა და სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ქოლცენტრის მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგისა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაზღვევაში არსებული მონაცემებისა და მასალების საფუძველზე ანალიტიკურ-სტატისტიკური სამუშაოების წარმოება;
** ახალი სამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების შემუშავების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის სტრატეგიითა და შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება სადაზღვევო სექტორში;
** სამედიცინო დაზღვევის პროცესებისა და ანდერაიტინგის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები.
დამატებითი უნარები:
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე - gabelia@myigg.ge და მიუთითოთ სათაურში პოზიცია.
|
|
|
|