|
დასახელება:
ელკომერციის მომხმარებელთა მხარდაჭერის ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ელკომერციის მომხმარებელთა მხარდაჭერის ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: 9 საათი; შერეული გრაფიკით (09:00-დან 22:00-მდე);
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე;
ფორმატი: საოფისე (ადგილზე);
სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი; დადიანის 7; სავაჭრო ცენტრი ქარვასლა.
მოვალეობები:
** ონლაინ აფთიაქის მომხმარებლების ზარებზე პასუხის გაცემა და დახმარების გაწევა;
** ონლაინ აფთიაქის მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება;
** ონლაინ აფთიაქის მომხმარებლების შეტყობინებებზე პასუხის გაცემა და დახმარება სოციალური ქსელის, ონლაინ ჩათის მეშვეობით;
** ურთიერთობა გუნდის წევრებთან, ქოლცენტრთან, საინფორმაციო და სხვა სამსახურებთან;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარები; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16.01.2026 წელი
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/NfBdSUdLee
|
|
|
|