|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კლიონ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
პრემიუმ ხარისხის ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზიაში ვეძებთ პასუხისმგებლიდან და კვალიფიციურ ტექნიკურ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საინჟინრო სისტემისა და აღჭურვილობის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის აღჭურვილობის მარტივი რემონტი
** ელექტრო და საინჟინრო ქსელების (განათება, ვენტილაცია წყალმომარაგება, კანალიზაცია) მომსახურება და ოპერატიული რეაგირება შესაძლებლობების ფარგლებში.
** რთული ან სპეციალიზებული სამუშაოებისთვის შესაბამისი სამუშაო გუნდის მოძიება, შეფასება და კომუნიკაცია.
** გარე ორგანიზაციების შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი
აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვა:
** ტექნიკური ჩანაწერების წარმოება.
** საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალებისთვის განაცხადების მომზადება.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ტექნიკური განათლება (საშუალო სპეციალური ან უმაღლესი).
** პრაქტიკული უნარები ელექტროობისა და სანტექნიკის მიმართულებით;
** მაცივრისა და თბური აღჭურვილობის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად.
** ტექნიკური სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი — ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
რა გთავაზობთ:
** ოფიციალური დასაქმება და სტაბილური ანაზღაურება.
** საჭირო სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფა.
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|