Робота для біженців з України
თევზის დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თევზის დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: კლიონ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
პრემიუმ ხარისხის ხორცისა და დელიკატესების მაღაზიისთვის ვაცხადებთ თევზის დამუშავების სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ. #44
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის თევზის დამუშავება (გამოშიგნვა, ფილეტირება, მომზადება შესაბოლად/დასამარილებლად);
** შებოლვა-დამარილება არსებული ტექნოლოგიების მიხედვით;
** პროდუქტის სწორად შენახვა და სტიკერების მონიტორინგი (ტემპერატურა/ვარგისიანობა);
** HACCP სისტემაში აქტიური მონაწილეობა და დოკუმენტაციის შევსება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზების შეტყობინება;

საჭირო უნარები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ცვლებში მუშაობა, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
** მეგობრული და გუნდური კოლექტივი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე