Робота для біженців з України
HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.

დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
** HR დეპარტამენტის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
** შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია ან ადამიანური რესურსების მართვა);
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
** გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 09:00 - 17:00 სთ)
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო
სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და
სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე