Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: FLO
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"FLO Georgia" არის "FLO Mağazacılık ve Pazarlama A.Ş."-ის 100%-იანი შვილობილი კომპანია. "FLO" ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის: Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Adidas, Nike, Puma და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ძირითადი ნაწილი ფეხსაცმელია, კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ტექსტილის ნაწარმსაც.

ფრანჩაიზინგისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, "FLO"-ს ქსელი აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

"FLO Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 16 კმ აღმაშენებლის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 სამუშაო დღე 1 დასვენება (თვეში 160 საათი) ცვლებში.
ანაზღაურება: 950 ლარი (NET) + ბონუსი.

მოვალეობები:

** ყურადღებიანი მომხმარებლის მიმართ.
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის შესახებ.
** მომხმარებლის დახმარება მაღაზიაში არსებული პროდუქციის მოძებნაში.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სრული და დეტალური ინფორმირება პროდუქციის შესახებ.
** მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მოწესრიგება.
** სრული პროდუქციის განთავსება მაღაზიაში.

თუ თვლით რომ თქვენი შესაძლებლობები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr და დასახელებაში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე