"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური
ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. მისი
ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში რუსთავის ფილიალებისთვის გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ, რომლებიც:
** მოიზიდავს მომხმარებელს და გააანალიზებს მის საჭიროებებს;
** დაეხმარება ავტომარკეტის ტერიტორიიდან მისთვის შესაფერისი ავტომობილის შერჩევაში;
** მონაწილეობას მიიღებს მომხმარებელთა ბაზის შექმნაში;
** ეფექტურად მართავს გაყიდვების სრულ პროცესს;
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე
** იცით სხვა რომელიმე ენა
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/4FT1
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!
|