Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Monde Group
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) მოძიება სხვადასხვა არხით
** არსებულ ბაზებზე ზარების განხორციელება
** მშენებლებთან მოლაპარაკების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა უშუალო ხელმძღვანელისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** ოპერატიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და პროექტების ჯამური გაყიდვებიდან ბონუსი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი

ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე info@monde.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე