Робота для біженців з України
გაყიდვების ანალიტიკისა და რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკისა და რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია გაყიდვების ანალიტიკისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, გლდანი
** სამუშაო გრაფიკი: 08:30-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები. კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ანაზღაურებაზე შეთანხმება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების: Advanced Excel - მაღალ დონეზე
** სასურველია "FMG დისტრიბუციის" პროგრამის ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა კარგ საკომუნიკაციო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** კონტრაქტორებთან მარკეტინგული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგი და რეპორტინგი
** რეპორტინგი მომწოდებლებთან
** სავაჭრო გუნდის მარშრუტების და ვიზიტების მონიტორინგი და რეპორტინგი

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 25 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
** პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან, ტესტირება ექსელში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე