|
დასახელება:
უმცროსი სპეციალისტი სამშენებლო დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამშენებლო დეპარტამენტში უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
** ანაზღაურება: 1200 ლარი net
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
** სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
** აუცილებელია: B კატეგორიის (მექანიკა) მართვის მოწმობის ქონა
ძირითადი მოვალეობები
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი მსხვილი და საშუალო პროექტების პირველადი მონახაზების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** არსებული წყალმომარაგების და წყალრინების ინფრასტრუქტურის ადგილზე მოკვლევა;
** ადგილზე ფოტო მასალის აღბეჭდვა და პროექტზე მორგება;
** ადგილზე მოკვლევითი სამუშაოებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** პროფესიული განათლება/პროგრამა AutoCAD ან ArcGIS ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** გრაფიკული პროგრამის, AutoCAD საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|