|
დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
"სადაზღვევო კომპანია უნისონი" უკვე 15 წელია ოპერირებს ქართული სადაზღვევო ბაზარზე და წარმოდგენილია სოლიდური წილით, როგორც სტაბილურად განვითარებადი კომპანია.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე ხელი შევუწყოთ მომხმარებლების ფინანსურ მდგრადობას და მათთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ფონზე განვავითაროთ სადაზღვევო სერვისები.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** IT პოლიტიკის შემუშავება და სისტემების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ტოპ მენეჯმენტის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელებას;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური საჭიროებები განსაზღვრა;
** კომპანიის ყველა ტექნოლოგიური ოპერაციის კონტროლი (ქსელის, მონაცემთა ბაზების და სისტემების უსაფრთხოება/გამართული მუშაობა) და დადგენილ მიზნებთან მათი ადეკვატურობის შეფასება;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფების განახლებების ან ახალი სისტემების დანერგვის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისის წინადადებების ტოპ მენეჯმენტისთვის წარმოდგენა;
** მიმდინარე და სამომავლო IT პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალების სიღრმისეული ანალიზი, პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ასევე რისკების იდენტიფიცირება და გეგმების შემუშავება შიდა და გარე IT დეველოპერებთან მოლაპარაკების გზით;
** IT პროექტის, როგორც ტექნიკური დეტალური დავალების, ასევე ბიზნეს დოკუმენტის შედგენა, მათ შორის პროცესების დიზაინერული შემუშავება და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფებში ახალი ფუნქციონალური მოდულების ინტეგრაცია, ვენდორი კომპანიისთვის ამოცანის დასმა და შესრულების კონტროლი;
** IT გუნდის მართვა, განვითარება და შეფასება, IT სამსახურის ბიუჯეტის და ხარჯების კონტროლი.
** მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმების გაწერა, შერჩევა, მოლაპარაკების წარმოება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან IT-ს მიმართულებით);
** IT სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-6 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო სექტორში ანალოგიური გამოცდილება)
** თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის, სისტემების, ქსელების, სერვერების, მონაცემთა ბაზებისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით სიღრმისეული ანალიზის გაკეთების უნარი;
** IT სტრატეგიის შემუშავებისა და ორგანიზაციის ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მართვის გამოცდილება;
** ციფრული ტრანსფორმაციის, IT პროექტების მართვისა და სისტემების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება;
** IT ბიუჯეტის დაგეგმვისა და რესურსების ეფექტიანი მართვის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
კომპეტენცია და უნარები:
** სტრატეგიული აზროვნება;
** ლიდერული კომპეტენცია და მრავალფუნქციური IT გუნდის ეფექტიანი მართვა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და არგუმენტირებულად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი როგორც შიდა, ისე გარე პარტნიორებთან;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი".
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|