Робота для біженців з України
სამეურნეო განყოფილებისა და საწყობის უფროსი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო განყოფილებისა და საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ყვარლის ღვინის გვირაბი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"ყვარლის ღვინის გვირაბი" არის მეღვინეობა ხარებას უნიკალური სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოს პრემიუმ ხარისხის ღვინო, დაათვალიერონ რეგიონში უნიკალური არქიტექტურის ღვინის მარანი, მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ თუ ეთნოგრაფიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო.

ჩვენ გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს:

პოზიციის დასახელება: სამეურნეო განყოფილებისა და საწყობის უფროსი

სამუშაო ადგილი: კახეთი "ყვარლის ღვინის გვირაბი"
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00
ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 2000 ლარი (6 თვის შემდეგ 2500 ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და აღსრულება
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებში დავალებების ყოველდღიურ რეჟიმში განაწილება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** საწყობში არსებული ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის ბალანსზე დროულად და სწორად აყვანა;
** გაცემული პროდუქციის სხვა საწყობზე გადაწერა ან საჭიროების შემთხვევაში ჩამოწერა
** შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მიღებული/გაცემული ზედნადებების კონტროლი
** მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვა
** მიღებული პროდუქციის საწყობში სწორად განთავსება და საწყობის ტერიტორიის რაციონალურად გამოყენება;
** მიღებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქციის მისაღებად საწყობში ადგილის გამზადება;
** საწყობში დატვირთა/გადმოტვირთვის პროცესის წარმოება წესების დაცვით;
** საწყობში არსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესახებ ანგარიშის მომზადება
** პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი;
** ინსტრუქციის შესაბამისად ყოველკვირეული რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულო არ არის);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com; და vbrand@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის უფროსი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე