Робота для біженців з України
კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმკაპიტალი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია "ფარმკაპიტალი" - ამერიკული და ევროპული ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური პარტნიორი კავკასიაში, აცხადებს ვაკანსიებს, შემდეგ პოზიციებზე: გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი, მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და სამედიცინო წარმომადგენელი.

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
დამატებითი პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები, სატელეფონო ხარჯები
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

ფუნქცია-მოვალეობები:

1. გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** სამედიცინო დაწესებულებისა და მნიშვნელოვანი კლიენტების რეესტრის შექმნა
** ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა და მართვა
** სამედიცინო წარმომადგენლებთან გაყიდვების დინამიკის და საჭირო ინტერვენციების განხილვა და დანერგვა
** გაყიდვების კონტროლი სააფთიაქო ქსელებისა და რეგიონების მიხედვით
** ორმაგი ვიზიტები და სამედიცინო წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება
** მარკეტინგული აქტივობების წლიური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა

2. მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** სამედიცინო დაწესებულებისა და მნიშვნელოვანი კლიენტების რეესტრის შექმნა, სამუშაო განრიგის დაგეგმვა და შესრულება სამედიცინო წარმომადგენლებისათვის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
** მნიშვნელოვან კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან

3. სამედიცინო წარმომადგენელი:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულება
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ღონისძიებების (მრგვალი მაგიდა, სემინარი) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** სააფთიაქო ქსელების ობიექტების მონიტორინგი
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება და ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი ან მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ან სამედიცინო წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 19.01.2026

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს ფარმკაპიტალისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე