Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ოპიზარი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
სამშენებლო კომპანია "ოპიზარი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფორმა 2-ების მომზადება;
** სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის წინასწარი განსაზღვრა;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება;
** შიდა ფორმა 2-ების მომზადება;
** ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tsotne_13@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე