Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოომაღაზია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
ზოომაღაზია, რომელიც ფლობს ორ ფილიალს თბილისის მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო პროცესების მართვა - საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** გაყიდვების ხელშეწყობა, სტიმულირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით; მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში პოზიციებზე. Fina-ს ცოდნა.
** MS Office (Word, Excel, PowerPoint);
** ზოოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ცხოველების სიყვარული.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე zoostore2025@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე