Робота для біженців з України
სერვისის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: შკოდა
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
ჩეხური საავტომობილო კომპანიის "შკოდას" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "ავტო ცენტრი თბილისი", ეძებს გუნდის ახალ წევრს, სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.

"ავტო ცენტრი თბილისი", წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის "შკოდას" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

ანაზღაურება - 2500-2800 (ნეტ) ლარი. 1500 ლარი ფიქსირებული + საბონუსე ანაზღაურება.
მისამართი - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #244

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, პირველადი კონსულტაციის გაწევა, დარეგისტრირება და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
** ავტომობილების შეყვანა დარეგისტრირებულ მომსახურებაზე;
** მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის ვიზიტის დროს რეგლამენტირებული სამუშაოების კოორდინირება და მართვა;
** სერვისის უფროსთან კომუნიკაცია;
** შემოსული ვიზიტორების სწორი გადანაწილება შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური რეპორტის შექმნა/ ჩაბარება (სერვისისა და შეცვლილი ნაწილების შესახებ);
** მომხმარებელთან უკუკავშირი სერვისის დასრულების შემდგომ;
** მომხმარებლის დამოკიდებულებების, მათი უკუკავშირის შესახებ სერვისის დირექტორის ინფორმირება;
** სერვისის ფასების კალკულაცია, მომხმარებლების ინფორმირება ფასებთან დაკავშირებით;
** რეალიზაციებზე პროგრამაში მომსახურებისა და ნაწილების გაწერა და გატარება;
** საწყობიდან ნაწილების აღრიცხვის შემდეგ, რეალიზაციების დახურვა, რეალიზაციის საბოლოო ავტორიზაცია;
** საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა, მიმდინარე და რეგლამენტირებული ნაწილების მარაგების გადამოწმება.
** გაწეული მომსახურებების პროგრამაში გატარება;
** ახალი ავტომობილის მომზადება, რეგისტრაცია სააღრიცხვო პროგრამაში, საჭირო აქსესუარების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციოდ ცოდნა;
** ავტომანქანის მახასიათებლების დეტალური ცოდნა;
** MC office- ის ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** კოლეგიალურობა
** კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@skoda.ge და გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სერვისის კონსულტანტი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 15.01.2026 წ.

"შკოდა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"შკოდა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "შკოდა" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე