Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: GTC
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
ჯითისი ქონსთრაქშენი სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.

პოზიცია: ტექნიკური მენეჯერი - სამშენებლო მიმართულებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფორმა #2, ფორმა #29, რეესტრების (ძირითადი მასალები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი მასალები) შედგენა;
** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ფორმა 2-ების შედგენა/კორექტირება;
** საპროექტო მოცულობების შედარება ფაქტიურ მოცულობებთან
** ფორმა #2 ნაზარდის შედგენა
** ჩამოწერილი მასალების შედარება ბუღალტრულ ნაშთებთან;
** ბუღალტრულ ნაშთებში ინფორმაციის კორექტირება (ძირითადი საშუალებები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი მასალები) და ბუღალტერიაში გადაცემა;
** ობიექტების ყოველთვიური ფაქტობრივი ხარჯების გაანგარიშება
** მასალების ჩამოწერებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** მუდმივი კომუნიკაცია ობიექტების სამუშაოთა მწარმოებელთან და პროექტის მენეჯერთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
** ტექნიკურ განყოფილებაში 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** AutoCad-სა და ArchiCad-ში მუშაობის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე