Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი (ფიქსირებული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიების გატარება;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: saguramojobs@gmail.com

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე