|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კრაფტ ფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
Craft Food ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;
** საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად. საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
** რესტორანში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;
** ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი დაცვა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;
** დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;
** რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** ფინანსური მართვის უნარი;
** ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები;
** თანამშრომლების მოტივაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 17 იანვარი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge და "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერი".
|
|
|
|